Thumbnail

რამდენჯერ მოახერხებს? სეზონის ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვარაცხელიას ეხება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რუსულ პრემიერლიგაში 2020-21 წლების სეზონმა სტარტი გუშინ აიღო, პოპულარულმა ვებ-გვერდმა Sports.ru-მ კი ის კითხვები ჩამოწერა, რომლებზეც პასუხები მიმდინარე ჩემპიონატმა უნდა გასცეს. ერთ-ერთი მათგანი ყაზანის რუბინის ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, რომელმაც გასული სეზონის მიწურული ჩინებულად ჩაატარა და პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა. კითხვა ასე ჟღერს:

რამდენჯერ გახდება ხვიჩა კვარაცხელია “მატჩის საუკეთესო მოთამაშე”?

ხვიჩა – გასული სეზონის მე-2 ნახევრის ნამდვილი აღმოჩენაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც რუბინს უფასოდ ერგო, ბრწყინვალე დრიბლინგებით აბსოლუტურად ყველას მოხიბვლა მოახერხა. მას ბევრი გოლი არ გაუტანია, თუმცა, მისი გარღვევებიც კი საკმარისი იყო, რათა რუსეთის ჩემპიონატში სიახლე შემოეტანა. შედეგად, ის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. ამან სპარტაკი შთააგონა, რომ ხვიჩას მოსკოვში დაბრუნებაზე ეფიქრა, თუმცა, არ გამოვიდა. კვარაცხელია ახალ სეზონს ლეონიდ სლუცკის გუნდის მთავარი ლიდერის რანგში იწყებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის იგივე “მატჩის საუკეთესო მოთამაშის” ტიტულის მოპოვებას კიდევ არაერთხელ მოახერხებს.

კვარაცხელია რუბინში შარშან ზაფხულში მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა და ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. მისი გუნდი ახალ სეზონს 11 აგვისტოს გახსნის, როდესაც სწორედ ხსენებულ ლოკომოტივს უმასპინძლებს.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები