Thumbnail

ჩემპიონს არ გაუმართლა - დინამო თბილისის 4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 9 აგვისტოს ნიონში ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა
  • წილისყრამდე უეფამ გუნდები დააჯგუფა

9 აგვისტოს შვეიცარიულ ნიონში (14:00 თბილისის დროით) ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. დინამო თბილისი მეტოქეს ელის...

პირველ საკვალიფიკაციო წრეში 34 გუნდი მონაწილეობს, რომელთა ნახევარი განთესილია. მათ შორის, საქართველოს ჩემპიონიც (ის განთესილებში ბოლო, მე-17-ეა უეფას კოეფიციენტით). წილისყრაზე უნდა გაირკვეს დინამოს მეტოქე, დაპირისპირება ერთმატჩიანია. ასე რომ, მასპინძლის საკითხსაც წილისყრა წყვეტს, თუმცა ბევრი რამ მაინც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. 

უეფამ წილისყრამდე 1 დღით ადრე 34 გუნდი (33 ცნობილია, 1 უკვე დაწყებული წინასწარი ეტაპის გამარჯვებული გუნდი იქნება) ჯგუფებში გადაანაწილა. ასე რომ, დინამოს სავარაუდო მეტოქეების სია კიდევ უფრო დაკონკრეტდა. დინამო თბილისი მე-4 ჯგუფში მოხვდა

მე-4 ჯგუფი

განთესილები

ასტანა (ყაზახეთი)
ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
მაკაბი თელ ავივი (ისრაელი)
დინამო თბილისი (საქართველო)

განუთესავები

დინამო ბრესტი (ბელარუსი)
რიგა (ლატვია)
ტირანა (ალბანეთი)
სილეკსი (მაკედონია)

შეიძლება ითქვას, რომ დინამო თბილისს არ გაუმართლა - განუთესავ გუნდებში გაცილებით სუსტი გუნდები აცდნენ (მაგალითად, უელსური კონაჰი, გიბრალტარის ევროპა, მალტის ფლორიანა, ირლანდიის დანდალკი, ფარერების კი და სხვები). ქართული კლუბის ოთხივე სავარაუდო მეტოქე ზემოთ ჩამოთვლილებზე აშკარად ძლიერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები