Thumbnail
  • 7-8 აპრილს ლუქსემბურგი-საქართველოა.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად, ნაკრებში არ თამაშობს. 

7-8 აპრილს დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრება. ეს მატჩი ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვისაა.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში საქართველოს ნაკრები მარაკეშში მაროკოს გუნდთან 1:3 დამარცხდა

ჯგუფში ადგილის შენარჩუნება უკიდურესად გაგვიჭირდება, რადგან ლუქსემბურგის ჩოგბურთის ეროვნული ცენტრის კორტებზე გუნდის ლიდერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი (86) არ გვეყოლება. მის ნაცვლად გუნდის პირველი ჩოგანი გიორგი ცივაძეა, ერთეულთა რეიტინგში ათასეულს მიღმა მყოფი ჩოგბურთელი. 

მის გარდა გუნდის კაპიტანმა დავით კვერნაძემ ლუქსემბურგთან სათამაშოდ ვაჟა შუბლაძე, ალექსანდრე მეტრეველი და ზურა ტყემალაძე მიიწვია. 

ლუქსემბურგის ნაკრების ლიდერი ჟილ მიულერია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მიულერი მსოფლიოს 29-ე ჩოგანია. მის გარდა გუნდში არიან ალექს კნაფი, უგო ნასტასი, კრისტოფ ტოლი და რობი ტოლი. 

კომენტარები

ბოლო ამბები