Thumbnail
  • კიკე სეტიენის ბარსელონამ ნაპოლის პირველ ტაიმში 3 გოლი გაუტანა
  • ბარსელონას მეტოქე მომდევნო ეტაპზე ბაიერნი იქნება

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ნაპოლის უმასპინძლა და მეტოქეს 3:1 მოუგო. კატალონიელებმა პირველ 25 წუთში 2 გოლი გაიტანეს. კლემენ ლენგლემ სეტიენის გუნდი თავური დარტყმით დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი ნეაპოლელთა კარში ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც რამდენიმე წუთში მეორედაც გამოიჩინა თავი, თუმცა ის გოლი ხელით თამაში გამო გაუქმდა.

ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლიონელ მესიმ კალიდუ კულიბალის ბურთზე დაასწრო. ნაპოლის მცველის მიერ ბურთისთვის მოქნეული ფეხი მესის მოხვდა და გატუზოს გუნდის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ლუის სუარესმა აქცია.

ნეაპოლელებმა ერთი გოლი პირველივე ტაიმში გაქვითეს. ლორენცო ინსინიემ პენალტი გაიტანა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი 3:1 მოიგეს.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. ცვლილებაზე შესულმა მილიკმა ''ბლაუგრანას'' გაუტანა, თუმცა ნაპოლის შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ბარსელონა მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც მიუნხენის ბაიერნს შეხვდება, რომელმაც ჩელსის მეორე მატჩი 4:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა.

📺 ბარსელონა V ნაპოლი

ბარსელონა 3:1 ნაპოლი

გოლები: 1:0 ლენგლე (10), 2:0 მესი (23), 3:0 სუარესი (პენ-45), 3:1 ინსინიე (პენ-45+5)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ალბა, პიკე, ლენგლე, სემედუ - დე იონგი, რაკიტიჩი, რობერტო - გრიზმანი, სუარესი, მესი

 ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - რუი, კულიბალი, მანოლასი, დი ლორენცო - რუიზი, დემე (ლობოტკა 46'), ზიელინსკი (ლოზანო 70'), კალეხონი (პოლიტანო 70'), მერტენსი, ინსინიე

კომენტარები

ბოლო ამბები