Thumbnail

'ის სიდიადისთვის განწირულია' - იუვემ პირლოს დანიშვნა ლიონთან მატჩამდე გადაწყვიტა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მაურიციო სარის გადაყენებასა და მის ნაცვლად გუნდის თავკაცად კლუბის ლეგენდის, ანდრეა პირლოს დანიშვნას გამოეხმაურა...

ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ კლუბში ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ლიონთან საპასუხო მატჩამდე მიიღეს. მისი აზრით, ანდრეა პირლო თავისი არსით სიდიადისთვის არის "განწირული".

ფაბიო პარატიჩი (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ლიონთან საპასუხო მატჩის წინ მივიღეთ. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მწვრთნელის მომავალს ერთი მატჩი ვერაფრით გადაწყვეტს. ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო მთელს სეზონზე და არა რომელიმე კონკრეტულ შედეგზე. 

პირლოს დანიშვნა ძალიან ბუნებრივია - იუვენტუსის სტილი. ის აქ ყველას იცნობს, შინაურია. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ანდრეა პირლო ნებისმიერ საქმეში სიდიადისთვის განწირულია".

სხვათა შორის, იტალიურ მედიაში მიაჩნიათ, რომ პირლოს მისვლით გუნდში ნამდვილი რევოლუცია იწყება, რომელსაც დიდი ალბათობით, თავად პარატიჩიც შეეწირება - დიდი ალბათობით, კლუბს მისი სპორტული დირექტორი მალე დატოვებს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად უარყო, თუმცა ხმები მედიაში ამის გამო არ გაჩერებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები