Thumbnail

ოფიციალურად: ანდრეა პირლო ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მარცხისთვის გაშვებული მაურიციო სარის ნაცვლად, გუნდის ლეგენდა ანდრეა პირლო დანიშნა...

იუვენტუსმა სოციალურ ქსელებში მოკლედ დაწერა: "ოფიციალურად: ანდრეა პირლო პირველი გუნდის ახალი მწვრთნელია". ანდრეამ იუვენტუსთან 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება.

OFFICIAL ✍️ | Andrea Pirlo is the new coach of the First Team. juve.it/4NPr30r3mEV #CoachPirlo

Posted by Juventus on შაბათი, 08 აგვისტო, 2020

41 წლის ანდრეა პირლომ კარიერა 2017 წელს ნიუ იორკ სიტიში დაასრულა. ის 2011-2015 წლებში ტურინის იუვენტუსში თამაშობდა და 120-მდე მატჩში 16 გოლი გაიტანა. ტურინულ კლუბში მან სკუდეტო ოთხჯერ მოიპოვა, ერთხელ კოპა იტალია მოიგო და ორჯერ სუპერკოპა. 

მეტი ამ თემაზე

2020 წლის 30 ივლისს ანდრეა პირლო იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელიც სერია C-ში თამაშობს, მაგრამ სულ რაღაც 9 დღეში მან გათავისუფლებული სარი შეცვალა. "დღეს მის კარიერაში ახალი თავი იწყება - ის მაესტროდან მისტერი ხდება. დღეიდან ის იუვენტუსის ხალხის მწვრთნელია, რადგან კლუბმა გადაწყვიტა ენდოს მას და ჩააბაროს იუვენტუსის ძირითადი გუნდი", - წერს იუვეს ოფიციალური საიტი.  

კომენტარები

ბოლო ამბები