Thumbnail

ამერიკული კოლეჯთა ლიგის, NCAA-ს ოფიციალურმა საიტმა იმ კალათბურთელთა TOP 25 შეადგინა, რომელთა დაბრუნება კოლეჯთა ლიგაში ყველაზე მნიშვნელოვანია. სიაში სეტონ ჰოლის 21 წლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილიცაა...

მამუკელაშვილმა ახალ სეზონში სეტონ ჰოლს უნდა ულიდეროს

შეგახსენებთ, რომ კოლეჯის სტუდენტთა ნაწილმა NBA-ს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მათ შორისაა მამუკელაშვილიც, რომელსაც ასოციაციის 20-მდე კლუბთან ჰქონდა გასაუბრება. ქართველ კალათბურთელს დრაფტის მეორე წრის დასაწყისში აყვანას შეპირდნენ, მაგრამ მან სხვანაირად გადაწყვიტა - კიდევ ერთ წელს ითამაშებს სეტონ ჰოლში და დრაფტზე 2021 წელს დადგება. თან, ის სწავლასაც დაასრულებს და დიპლომს აიღებს, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია სანდროსთვის. 

NCAA-ს TOP 25-ის სიაში სანდრო მამუკელაშვილი 21-ე პოზიციაზეა. პირველ ადგილზე სიაში ლუკა გარზაა, რომლისგანაც ყველა ელოდა, რომ დრაფტზე დადგებოდა. მეორე ადფილზეა გიორგი ბეჟანიშვილის გუნდელი აიო დოსუნმუ, მესამეზე ჯარედ ბატლერი. ბეჟანიშვილის კიდევ ერთი გუნდელი, ცენტრი კოფი კოკბერნი მე-7 პოზიციაზეა. 

"მამუ" პირატებისთვის ტოპვარსკვლავია, რომელიც გუნდს უბრუნდება. მაილს პაუელმა სეტონ ჰოლში ასპარეზობა დაასრულა. გასულ სეზონში მამუკელაშვილი სოლიდური იყო. ფარქვეშ ის გუნდს დიდ სარგებელს აძლევდა. ახალ სეზონში სანდროს როლი დრამატულად არ შეიცვლება, მაგრამ მისგან ლიდერის ფუნქციების გამოვლენას და ბევრი ქულის მოტანას ელიან, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კევინ უილარდის გუნდისთვის".

📺 სანდრო მამუკელაშვილის ეფექტური შესვლა 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული მონტვერდეს აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ახლა კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები