Thumbnail

მაურიციო სარი ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კლუბმა ოფიციალურად მალევე დაადასტურა.

მანამდე ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანგული ლიონის ბარიერი ვერ დაძლიეს. სარი გუნდმა, რომელმაც სტუმრად ანგარიშით 0:1 წააგო, ტურინში რონალდოს დუბლის წყალობით  კი მოიგო (2:1), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახალ სეზონში იუვენტუსი შესაძლოა სიმონე ინძაგიმ გაწვრთნას

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს იუვენტუსს. ბოლოდ დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურინული კლუბი სარის შესაძლო შემცვლელად მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან მართავდა. კანდიდატებს შორის რომის ლაციოს მთავარ მწვრთნელს სიმონე ინძაგის და ტოტენჰემის ყოფილ თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს ასახელებდნენ. 

📺 იუვენტუსი V ლიონი

მაურიციო სარიმ ტურინის იუვენტუსი გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდს მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში გაამარჯვებინა. "ბებერმა ქალბატონმა" ვერც ქვეყნის თასი მოიგო და ვერც სუპერთასი. 

მანამდე 61 წლის იტალიელი სპეციალისტი ლონდონის ჩელსიში, უფრო ადრე კი ნაპოლიში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები