Thumbnail
  • პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ატალანტასთან მატჩისთვის ემზადება
  • არის შანსი, პარიზელთა მთავარმა ვარსკვლავმა იტალიელებთან ითამაშოს
  • თომას ტუხელმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტერფის ძვალი გაიტეხა

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალისთვის განაცხადი გამოაქვეყნა. კილიან მბაპე და მარკო ვერატი, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, პარიზული გუნდის შემადგენლობაში არიან.

მბაპემ სერიოზული ტრავმა 24 ივლისს, საფრანგეთის თასის ფინალში, სენტ-ეტიენთან შეხვედრაში მიიღო. პსჟ-ის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ თავდამსხმელი სამი კვირის შემდეგ დაუბრუნდებოდათ. ბოლო ინფორმაციით, მბაპე სწრაფი ტემპით დგება მწყობრში და თუმცა ატალანტასთან მისი თამაში კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პრობლემა პარიზელთა მთავარ მწვრთნელსაც აქვს

აღსანიშნავია, რომ ახლახან პარიზელებს მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელიც დაუშავდათ. გერმანელმა სპეციალისტმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. მას ტერფის მეხუთე ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

ჩემპიონთა ლიგას 1/4-ფინალურ ეტაპიდან ლისაბონი უმასპინძლებს. პარი სენ-ჟერმენისა და ატალანტას დაპირისპირება კი 12 აგვისტოს ჩატარდება.

პარიზელები პორტუგალიაში უკვე გაემგზავრნენ, სადაც რამდენიმე დღეს ქალაქ ფაროში დაჰყოფენ, შემდეგ კი ლისაბონში გადაინაცვლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები