Thumbnail

'ის ჩემი კერპია' - გვარდიოლა ზიდანთან საუბრის დეტალებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პეპ გვარდიოლამ BBC-ს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
  • ესპანელი მწვრთნელი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი სურვილი აქვს

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქეს ისევ 2:1 მოუგო. მანჩესტერელებმა ზიდანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს...

მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ საუბრობენ რეალისა და მანჩესტერ სიტის მწვრთნელები. გვარდიოლას პრესკონფერენციაზე BBC-ს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რაზე ისაუბრეს მან და ზიდანმა.

''არაფერი განსაკუთრებული, მივულოცე ლა ლიგის მოგება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ პრემიერლიგის ან ლა ლიგის მოგება რთულია, რადგანაც ეს ტურნირები დიდხანს გრძელდება. ჩვენ ვისაუბრეთ ოჯახების შესახებ, ვუსურვე ყველაფერი საუკეთესო და ვუთხარი, რომ იმედი მაქვს, უფრო ხშირად შევხვდებით. ის ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო, როდესაც მე ფეხბურთელი ვიყავი. ის დიდებული ადამიანია. მომწონს ის, თუ როგორ შეუძლია ჩვენი პროფესიის წარდგენა'', - უთხრა გვარდიოლამ BBC-ს ჟურნალისტს.

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფრანგულ ლიონს დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალიდან ტურინის იუვენტუსი გააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები