Thumbnail
  • 📅 9 აგვისტო | ⌚ 15:30 | ⚽ სტ ტრუიდენი V გენტი
  • გიორგი ჩაკვეტაძის ფასმა 700 000 ევროთი დაიკლო

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ბელგიის ჟუპილერ ლიგას 9 აგვისტოს (15:30 თბილისის დროით) სენტ ტრუიდენთან საგარეო მატჩით იწყებს...

იეს ტორუპმა პირველი ტურის მატჩისთვის 23 ფეხბურთელი იახლა, მათ შორის არ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც, მართალია, აღარ არის ტრავმირებული, უკვე ვარჯიშობს კიდეც, მაგრამ სათამაშოდ მზად ჯერ არ არის. განაცხადში იქნება გიორგი ქვილითაია. გიორგი ჩაკვეტაძე 7 მარტის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია (არც ოფიციალური, არც ამხანაგური). 

"ტრანსფერმარკტმა" ბელგიის ჩემპიონატის დაწყების წინ იქ მოთამაშეთა საბაზრო ფასები განაახლა - ჩაკვეტაძე ჩამოაფასეს - 6.7 მილიონი ევროს ნაცვლად, ის 6 მილიონი ღირს. ამ საიტის მიხედვით, გიორგის მაქსიმალური ფასი 9 მილიონი ევრო (2018 წლის დეკემბერში) იყო. მიუხედავად, ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად რჩება. მეორე ადგილზე საბა კვერკველიაა 5 მილიონი ევროთი, მესამეზე - ხვიჩა კვარაცხელია - 4.5 მილიონი ევრო. გიორგი ქვილითაია 2 მილიონი ევრო ღირს. 

კომენტარები

ბოლო ამბები