- პეპ გვარდიოლას გუნდმა მადრიდის რეალს ორივე მატჩი მოუგო
- მანჩესტერ სიტის მეტოქე მეოთხედფინალში ლიონი იქნება
მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქეს ისევ 2:1 მოუგო. მანჩესტერელებმა ზიდანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს...
ინგლისში პირველი გოლი რაჰიმ სტერლინგმა მე-9 წუთზე გაიტანა, რასაც ქარიმ ბენზემამ 28-ე წუთზე უპასუხა, თუმცა რეალმა მატჩის მოგება ვერ შეძლო. გაბრიელ ჟეზუშმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და სიტი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლიონს შეხვდება.
📺 მანჩესტერ სიტი V რეალი
მანჩესტერ სიტი 2:1 რეალი
გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 1:1 ბენზემა (28), 2:1 ჟეზუში (68)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი - კანსელო, ლაპორტი, ფერნანდინიო, უოკერი - გიუნდოგანი, როდრი (ოტამენდი 89'), დე ბრუინი - სტერლინგი (სილვა 81'), ჟეზუში, ფოდენი (ბერნარდო სილვა 67')
რეალი: კურტუა - მენდი, ვარანი, მილიტაო, კარვახალი (ვასკესი 83') - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 83') - როდრიგო (ასენსიო 61'), ბენზემა, აზარი (იოვიჩი 83')
კომენტარები