- აგუსტინ პიშო პანდემიის შემდეგ მსოფლიო რაგბის მდგომარეობაზე
- WALESONLINE: საქართველოს შანსი აქვს - ექვსმა ერმა 8 ერი ოფიციალურად დაადასტურა
ესპანურენოვანი ESPN მსოფლიო რაგბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, არგენტინელი აგუსტინ პიშოს ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც თავმჯდომარეობის დამარცხებული კანდიდატი პანდემიასა და მსოფლიო რაგბის ახალ პრობლემებზე საუბრობს...
პიშომ რამდენჯერმე საქართველოც ახსენა და, როგორც ყოველთვის, კვლავ მხარდაჭერა გამოხატა ქართული რაგბის მიმართ.
აგუსტინ პიშო: "საინტერესო იქნება, როგორი იქნება პანდემიის შემდეგ მსოფლიო რაგბი. მათ ბევრი ისაუბრეს გლობალურ პროექტზე და გვაინტერესებს, სად იქნებიან ფიჯი, იაპონია, საქართველო და რუმინეთი. ამ ვირუსმა რაგბის მთელი სამყარო სამარცხვინოდ შეაჩერა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან ექვსი ერი მუდამ 8 ერი გახდება. მე ხომ სწორედ ამ ტურნირთან დაკავშირებული პოზიციის გამო დავმარცხდი არჩევნებში. იმედს გამოვთქვამ, რომ ფიჯი განვითარდება ამ ტურნირში მონაწილეობით. და ასევე იმედი მაქვს, რომ ექვსი ერი აუხსნის საქართველოსა და რუმინეთს, როდის გაიხსნება მათთვის კარი და როდის ითამაშებენ ამ ტურნირში".
შეგახსენებთ, რომ აგუსტინ პიშო აპრილში მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოდა, მაგრამ ინგლისელ ბილ ბომონტთან არჩევნები წააგო - 23 ხმა 28-ის წინააღმდეგ. საქართველომ ხმა აგუსტინ პიშოს მისცა, რომელიც ღიად მოუწოდებდა ექვსი ერის ორგანიზაციას მის რიგებში საქართველოს მიღებას.
კომენტარები