Thumbnail

შენგელია და ბითაძე საბჭოეთის ნაკრებში – რას იზამდნენ ისინი იუგოსლავიასთან?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვლადიმირ გომელსკიმ საბჭოთა კავშირის ვირტუალ გუნდში 2 ქართველი შეიყვანა
  • მანვე იუგოსლავიის  მწვრთნელობა ჩვენთვის კარგად ნაცნობ იგორ კოკოშკოვს მიანდო

ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ თავის კონფერენციაზე იმაზე ისაუბრა საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყვნენ, ამ დროისთვის, რომელ ქვეყანას უფრო ძლიერი ნაკრები ეყოლებოდა. ქართველი ქომაგისთვის ეს თემა იმით უნდა იყოს საინტერესო, რომ გომელსკიმ საბჭოეთის ნაკრებში თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე შეიყვანა. ამასთან, მან იუგების სამწვრთნელო შტაბში იგორ კოკოშკოვი დაასახელა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში ავრაჯიშებდა. სრულად, გომელსკის მსჯელობა ასე გამოიყურება:

ვლადიმირ გომელსკი

“საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებებისთვის შემადგენლობების შესარჩევად 2 საათი დამჭირდა. NBA-ს, ევროლიგისა და ევროთასის შემადგენლობებისთვის თვალის გადავლება იყო საჭირო. ვეცდები, ჩემი აზრი პოზიციების მიხედვით ჩამოვაყალიბო.

გამთამაშებლები: იუგოსლავია – დონჩიჩი, მუსა, მიჩიჩი, იოვიჩი, ტეოდოსიჩი; საბჭოთა კავშირი – ხვოსტოვი, ლეკიავიჩიუსი. იუგოსლავიის სრული უპირატესობა.

შემტევი მცველები: იუგოსლავია – ბოგდან ბოგდანოვიჩი, დედოვიჩი, გუდურიჩი; საბჭოთა კავშირი – შვედი, გრიგონისი, მიხაილიუკი. საბჭოთა კავშირი უკეთესია.

მსუბუქი ფორვარდები: იუგოსლავია – ბოიან ბოგდანოვიჩი, ჰეზონია, ლუჩიჩი, სიმონი, მიცოვი; საბჭოთა კავშირი – ტიმა, კურბანოვი, გედრაიტისი, კარასიოვი. აქ ფრეა.

მძიმე ფორვარდები: იუგოსლავია – შარიჩი, სამანიჩი, სმაილაგიჩი. საბჭოთა კავშირი – პორზინგისი, საბონისი, შენგელია, კურუცი, ბერტანსი. საბჭოთა კავშირის სრული უპირატესობა.

ცენტრები: იუგოსლავია – იოკიჩი, ნურკიჩი, ვუჩევიჩი, ზუბაცი, მარიანოვიჩი, მილუტინოვი; საბჭოთა კავშირი – ვალანჩიუნასი, ლენი, გუდაიტისი, ბითაძე, პასეჩნიკსი. იუგოსლავიის სრული უპირატესობა.

საერთო ჯამში, იუგოსლავია უფრო ძლიერია. რაც შეეხებათ მწვრთნელებს: იუგოსლავიისთვის ჟელკო ობრადოვიჩი, იგორ კოკოშკოვი და მიტროვიჩი შევარჩიე, საბჭოთა კავშირისთვის კი – იასეკიავიჩიუსი და ბაზარევიჩი”.

კომენტარები

ბოლო ამბები