Thumbnail

'ასე წაგებასაც მონდომება უნდა' - ბითაძე ფანებმა გააკრიტიკეს, მწვრთნელმა კი დაიცვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

150-დღიანი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ NBA-ში ითამაშა - ფინიქსთან 15 ქულის სხვაობით წაგებულ მატჩში ქართველმა ცენტრმა 11 წუთში 3 ქულა და თითო მოხსნა & დაფარება მიითვალა...

გოგამ 11 წუთში 3 ქულა ჩააგდო

ინდიანას მწვრთნელი ბითაძის თამაშზე

მატჩის შემდეგ ინდიანას თავკაცმა ნეით მაკმილანმა გოგას თამაში IndyStar-თან ინტერვიუში შეაფასა:

ნეით მაკმილანი (ინდიანას მწვრთნელი): "გოგა ბითაძეს საკმარისი დრო არ ჰქონდა პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაშინვე შეძლო სარგებლის მოტანა, როცა სამქულიანი ჩააგდო. სანსის კალათბურთელებმა ის პერიმეტრზე თავისუფლად დატოვეს. 

როცა პეინი ათამაშდა, ბითაძე მოედანზე იყო. მისი შესვლების წინააღმდეგ გოგამ ვერ შეძლო ფარის დაცვა. გუშინ დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ გოგა ცალკე ვავარჯიშეთ ფიზიკურად, რომ ცოტა ფორმაში შესულიყო.
სამწუხაროდ, ვარჯიშის დრო უბალოდ აღარ გვაქვს. თამაშიდან თამაშამდე თუ შევცლით რამეს. ჯამში გოგას სულ ორიოდე სრულფასოვანი ვარჯიში დაუგროვდა".

📺  გოგა ბითაძის სამქულიანი ფინიქსთან

მედია ბითაძის თამაშზე

CBS Sports: "გოგა ბითაძემ თითქმის 11 წუთში 3 ქულა მოუტანა გუნდს სანსთან წაგებულ მატჩში. ორლანდოში მან პირველად ითამაშა და ვერ შეძლო გუნდისთვის სარგებლის მოტანა".

nba.com: "პეისერსის სათადარიგოებმა იმედი გაგვიცრუეს, მხოლოდ ტი ჯეი მაკონელი გამოირჩა. ჯასტინ ჰოლიდეიმ და გოგა ბითაძემ კი ცუდად ითამაშეს".

პეისერსის ფანების გამოხმაურებები ტვიტერზე

მარკ ბიუი: "გოგა ბითაძემ დღეს 10 წუთზე მეტი ითამაშა, მეტისმეტია".

ალექს გოლდენი: "მაკონელი, ოლადიპო, ჯასტინ ჰოლიდეი, სემპსონისა და ბითაძის ხუთეულმა მონაკვეთი 3:18 წააგო. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ სწორედ 15 ქულით დავთმეთ თამაში".

ფეიზი ტაირუსი: "კალათბურთის ღმერთებო, გთხოვთ აღარასოდეს გვანახოთ მაკონელი, ოლადიპო, ჰოლიდეი, სემპსონი, ბითაძის ხუთეული მოედანზე".

ევანი: "ვინ არის ეს ბითაძე?"

დრიუ დეაკი: "არც კი ვიცი, რომელი უფრო ცუდი მოთამაშეა, ტი ჯეი ლიფი თუ გოგა ბითაძე. როცა გოგა მოედანზეა, გუნდი საშინლად თამაშობს".

სემ ტი: "უცუდესი მატჩი - ტერნერი გავიყვანეთ და ფინიქსმა 0:21 გადაგვირბინა".

ტრიდემოილი: "ორმა მაღალმა შეცვლაზე ჯამში 22 წუთში სულ 2 მოხსნა მიითვალა, ასეთ წაგებასაც მონდომება უნდა".

ჯეგ ტვიგი: "სემპსონმა და ბითაძემ ისე ცუდად ითამაშეს, რომ მომავალში წუთები არ უნდა მიეცეთ".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ ბოლოს 8 მარტს დალასთან დაპირისპირებაში ითამაშა. ფინიქსთან თამაში ქართველი კალათბურთელისთვის 50-ეა ამერიკულ კარიერაში. გოგამ სეზონში მე-7 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ქულათა ჯამი 155 გაუხდა (50 მატჩში). 9 აგვისტოს (02:00 თბილისის დროით) ინდიანა ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები