Thumbnail

რეკორდი პროფესიულ ფეხბურთში - 53 წლის 'მეფე კაზუ' კარიერას აგრძელებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იაპონელმა ფეხბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა
  • კაზუიოში მიურა მეხუთე ათწლეულია თამაშობს

კაზუიოში მიურა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელსაც პროფესიულ დონეზე უთამაშია. იაპონელის კარიერა 1986 წელს დაიწყო და ის ამჟამად 35-ე სეზონს ატარებს...

იოკოჰამას თავდამსხმელმა საგან ტოსუს წინააღმდეგ 63 წუთი ითამაშა, იაპონიის თასის C ჯგუფში და ისტორიაში ყველაზე გრძელი კარიერის ავტორი გახდა. "კაზუ" ამჟამად 53 წლის, 5 თვის და 10 დღის გახლავთ და ჯერ კიდევ პროფესიულ დონეზე თამაშობს.

ამრიგად, ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერა უკვე 5 დეკადას ითვლის: 1980-იან, 1990-იან, 2000-იან, 2010-იან და 2020-იან წლებს. ამ მიღწევით ის ისტორიაში უნიკალური ფეხბურთელი გახდა.

მეფე კაზუ უკვე ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

მიურას პირველი კლუბი ბრაზილიური სანტოსი იყო (1986 წელს), შემდეგ კი პალმეირასისა და კურიტიბას ღირსებას იცავდა. ევროპაში იაპონელმა მცირე პერიოდი გაატარა და მხოლოდ ორ კლუბში ითამაშა - იტალიურ ჯენოასა და ზაგრების კროაციაში.

2005 წელს, როდესაც მან ავსტრალიური სიდნეი დატოვა, იოკოჰამას მაისური მოირგო და მას შემდეგ იაპონური კლუბის წევრია, რომელთანაც ბოლოს კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვარში გაახანგრძლივა.

კაზუიოში მიურამ იაპონიის ეროვნულ ნაკრებში 1990-2000 წლებში 89 თამაშში ითამაშა და 55 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები