Thumbnail
  • 📅 8 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ბაიერნი V ჩელსი | 📺 SILK Sport HD1
  • ბაიერნს პირველი მატჩი სტუმრად 3:0 აქვს და ცალი ფეხით 1/4 ფინალშია

ცარიელი "ალიანც არენა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს მასპინძლობს - ფრენკ ლამპარდის ჩელსი თითქმის უიმედოდაა, რადგან ლონდონში პირველი მატჩი, რომელიც შორეულ 25 თებერვალს გაიმართა, ბაიერნმა სერჟ გნაბრისა (დუბლი) და რობერტ ლევანდოვსკის წყალობით, დიდი ანგარიშით მოიგო - 3:0

გარდა იმისა, რომ ლონდონური კლუბი ანგარიშიდან გამომდინარე, მძიმე სიტუაციაშია, "ალიანც არენაზე" ის თითქმის განახევრებული შემადგენლობით გავა. მარკოს ალონსო და ჟორჟინიო დისკვალიფიცირებულები არიან. ასოციაციის თასის ფინალში ჩელსიმ ტრავმების გამო პედრო, ასპილიკუეტა და პულიშიჩი დაკარგა. ვერ ითამაშებს ლოფტუს-ჩიკიც. არ იქნება ვილიანიც. ამათ ფონზე ბილი გილმორის დაკარგვა ჩელსისთვის მეორეხარისხოვანია. სამაგიეროდ, ძირითადში გამოჩნდება კალუმ ჰადსონ-ოდოი, რომლის მომავალსაც ბაიერნს უკავშირებენ. 

ბაიერნმა ჩელსის 'სტემფორდ ბრიჯზე' 3 უპასუხო გოლი გაუტანა და თითქმის მეოთხედფინალშია

გერმანულ გრანდს ბენჟამენ პავარი და ნიკლას ზიულე აკლია. ლეროი სანეს კი ჯერ ბაიერნის მაისურით თამაშის უფლება არ აქვს. მართალია, ჰანსი ფლიკის გუნდს, წესით, არ უნდა გაუჭირდეს ამხელა უპირატესობის შენარჩუნება, მაგრამ მწვრთნელი მოდუნებას არ აპირებს და ჩელსისთან ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს. ბუნდესლიგა კარგა ხნის დასრულებულია. ასე რომ, ბაიერნის ვარსკვლავებს სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად წაადგებათ. 

საინტერესო ფაქტები 

⚽ ჩელსის და ბაიერნის ბოლო 4 შეხევდრაში 17 გოლი გავიდა, საშუალოდ 4.25 გოლი მატჩში.

⚽ ფრენკ ლამპარდს ბაიერნის წინააღმდეგ ორჯერ ჰყავს ჩელსი გაყვანილი მინდორზე კაპიტნის სამკლავურით.

⚽ სერჟი გნაბრიმ მიმდინარე სეზონში ლონდონში თავისი მეექვსე გოლი გაიტნა - ტოტენჰემი (4), ჩელსი (2).

⚽ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. 

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ბაიერნმა სულ მცირე, 3 გოლი გაიტანა. 

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო  მატჩიდან 7-ში ბაიერნის მონაწილეობით 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში ჩელსის მონაწილეობით 2.5 გოლზე მეტი გადის.

⚽ ბაიერნს ჩელსისთან ზედიზედ 5 დაპირისპირებაა, რაც არ წაუგია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, პერიშიჩი - ლევანდოვსკი
ტრავმა: პავარი, კომანი (?), ზიულე
დისკვალიფიკაცია: არავინ

ჩელსი (3-4-3): კაბალიერო - რიუდიგერი, კრისტენსენი, ზუმა - ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ბარკლი, ემერსონი - მაუნტი, ჟირუ, ჰადსონ-ოდოი 
ტრავმა: პულიშიჩი, ასპილიკუეტა, პედრო, გილმორი, კანტე (?), ლოფტუს-ჩიკი (?), ვილიანი (?)
დისკვალიფიკაცია: ალონსო, ჟორჟინიო

კომენტარები

ბოლო ამბები