Thumbnail
  • 126-ე ქვეითთა პოლკის ინსტრუქტორებმა მორაგბეებს არაერთი გამოცდა მოუმზადეს
  • ბრივი საფრანგეთის TOP 14-ში ყველაზე ქართული გუნდია - იქ 8 ჩვენებური ირიცხება

ფრანგული ბრივი, რომლის რიგებშიც ერთბაშად 8 ქართველი მორაგბე ირიცხება, ქვეყნის 126-ე ქვეითთა პოლკს ესტუმრა და მომქანცველი წვრთნები გაიარა.

ფრანგული არმიის ინსტრუქტორების დახმარებით, მორაგბეებს არაერთი წინაღობის გადალახვა მოუხდათ და ამგვარი ფიზიკური დატვირთვა უდავოდ წაადგებათ ახალი სეზონის წინ, რომელიც სტარტს დაახლოებით ერთ თვეში აიღებს.

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

ქართველი მორაგბეები საფრანგეთის არმიაში

შეგახსენებთ, რომ ბრივი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ქართული გუნდია. მის ღირსებას ლუკა ჯაფარიძე, სოსო ბეკოშვილი, ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე, ირაკლი ცხადაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იცავენ.

საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) გადაწყვეტილებით, TOP 14-ის 2020/2021 წლების სეზონი სტარტს 5 სექტემბერს აიღებს და რეგულარული გათამაშება 29 მაისს დასრულდება. პლეი-ოფები 11 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 25 ან 26 ივნისს სტად დე ფრანსზე შედგება. ბრივი პირველ ტურში ბაიონას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები