Thumbnail

ყაზანის რუბინმა, რომლის რიგებშიც ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ, ახალი სეზონის წინ გასართობად მოიცალა და ქართველი ფეხბურთელები ამ შემთხვევაშიც ყველაზე აქტიურები იყვნენ.

ზურიკო დავითაშვილი

რუბინის წევრები ერთმანეთს ლაზერულ პეინტბოლში შეეჯიბრნენ და შერკინება უკომპრომისო გამოდგა. ფეხბურთელები “მწვანე” და “ლურჯ” გუნდებად დაიყვნენ, “მწვანეების” ლიდერებად კი სწორედ კვარაცხელია და დავითაშვილი მოგვევლინენ და მათ გვერდში ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკიც "იბრძოდა".

როგორც Tatar-inform-ი იტყობინება, ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა, ამას ყველაზე მეტად დავითაშვილი აპროტესტებდა, რომელიც თვლიდა, რომ გამარჯვება მის გუნდს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ახალი სეზონი სტარტს 8 აგვისტოს აიღებს, ქართველი ფეხბურთელების რუბინს კი პირველი შეხვედრა 11-ში ელის. ყაზანელთა მეტოქე კვარაცხელიას ყოფილი გუნდი მოსკოვის ლოკომოტივი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები