Thumbnail

'მისით ძალიან ვამაყობ' - პოლ გასქოინის რეაქცია შვილის ქამინგ აუთზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ გასქოინმა კომენტარი შვილის, რეგანის "ქამინგ აუთზე" გააკეთა. 

ყოფილი ფეხბურთელის შვილმა, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში აღიარა, რომ ის ბისექსუალია. პოლ გასქოინმა მოყვა, რომ შვილმა გადაცემის წინ მას დაურეკა და თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ აცნობა. 

"ვუთხარი: "მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ, შვილო, მე შენ ასი პროცენტით მხარს დაგიჭერ. უნდა აკეთო ის, რაც გაბედნიერებს. გავიფიქრე, რამდენად რთულია ამის ტელეეთერში გაკეთება. ის პროფესიონალი მოცეკვავეა, კარგ ფორმაშია და ვამაყობ მისით", - აქვეყნებს 53 წლის პოლის სიტყვებს ბრიტანული მედია.

პოლ გასქოინი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში

პოლ გასქოინი კარიერის განმავლობაში ნიუკასლში, ტოტენჰემში, მიდლსბროში, ევერტონსა და ბარნლიში გამოდიოდა, ასევე - იტალიურ ლაციოსა და შოტლანდიურ რეინჯერსში.

ეროვნულ გუნდში გასქოინმა 57 მატჩი ჩაატარა და ევრო 1996-ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2002 წელს ის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები