Thumbnail

ჯიმი ტაბიძე სამეულში - ქართველი მცველი კლუბის ფანებმა დააფასეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯიმი ტაბიძე უფას ერთ-ერთი ნათელი წერტილია
  • ქართველი მცველი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს

საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე უფას 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა. რუსულმა კლუბმა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ იყო სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

ტაბიძემ ხმების 12.5% მიიღო და მე-3 ადგილი დაიკავა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ტაბიძისთვის 2019/20 წლების სეზონი ძალიან წარმატებული გამოვიდა

უფას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივართა ვერსიით, მეკარე ალექსანდრ ბელენოვი გახდა (46.4%), ხოლო მეორე ადგილი დანილ ფომინმა დაიკავა (27.2%), რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის დინამოში გადავიდა.

რუსეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის პირველ ტურში უფა კრასნოდარს უმასპინძლებს (9 აგვისტოს). ტაბიძეს რაც შეეხება, მას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები