Thumbnail
  • სავას პურსაიტიდისმა ქინქლაძესთან ერთად გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
  • ქართველი ფეხბურთელი ანორთოსისში კარიერის ბოლო ეტაპზე თამაშობდა

ვეტერანმა კვიპროსელმა ფეხბურთელმა სავას პურსაიტიდისმა გიორგი ქინქლაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო. ისინი ანორთოსისში თანაგუნდელები იყვნენ და მიიჩნევს, რომ გაუმართლა, ქინქლაძის გვერდით რომ ითამაშა.

ქინქლაძე კვიპროსში დღემდე ახსოვთ 

"ფეხბურთელი, რომელიც ჩემს გონებაში დარჩა, გიორგი ქინქლაძეა. გამიმართლა, რომ მასთან ვითამაშე, ის ანორთოსისის მესი იყო. წარმოუდგენელი ფეხბურთელი. მაშინ თემურ ქეცბაია, როგორც მწვრთნელი, ახალგაზრდა გახლდათ და ქინქლაძეზე ისტორიები მოგვიყვა, მომდევნო დღეებში კი კვიპროსში ჩამოიყვანა. 10 კილოგრამი დასაკლები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შეეძლო შიშველი ფეხებით ევარჯიშა. მას დიდხნიანი პაუზა ჰქონდა კარიერაში, როდესაც ჩვენთან მოვიდა, მაგრამ ანორთოსისში ტრანსფერი დაეხმარა და რუსეთში წავიდა სათამაშოდ. საოცარი ფეხბურთელი იყო".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე ანორთოსისში 2004-2006 წლებში თამაშობდა და 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ფამაგუსტელებიდან ქართველი ყაზანის რუბინში გადავიდა, რომელიც მის კარიერაში ბოლო გუნდი აღმოჩნდა.

რაც შეეხება პურსაიტიდისს, ის ანორთოსისში 2004-2008 წლებში ირიცხებოდა, მანამდე კი პირეოსის ოლიმპიაკოსშიც ჰქონდა ნათამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები