Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 130:116 მაიამი ჰიტი
  • იანისისა და მიდლტონის 33-33 ქულა
  • ანტეტოკუნმპო ჰიტის ისტორიაში შევიდა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ, მილუოკი ბაქსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი გაიანაღდა.

იანისის ანტეტოკუნმპოსა და კრის მიდლტონის შედეგიანი თამაშის წყალობით, ბაქსმა მაიამი ჰიტს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და მეორე გუნდი გახდა, რომელმაც კონფერენცია ვამადე მოიგო. პირველმა ეს ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დასავლეთში შეძლო.

იანისი და კრისი თამაშის შემდეგ 

მაიამიმ უპირატესობა პირველ მეოთხედში მოიპოვა და დასკვნით პერიოდამდე ანგარიშში თითქმის სულ წინ იყო. ერთი ხანობა ნომინალური სტუმრები 23-ქულიანი სხვაობითაც იგებდნენ. 

ბაქსის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი 25 წლის ბერძენმა ფორვარდმა შეიტანა. იანისმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 33 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი. კრის მიდლტონის ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასია.

📺 მილუოკი 130:116 მაიამი

აღსანიშნავია, რომ იანისმა იდეალურად ისროლა 2-ქულიანები  - 13-იდან 13 ჩააგდო. შედეგად, ბერძენი მაიამის ისტორიაში შევიდა როგორც მეტოქე, რომელმაც ერთ მატჩში ყველაზე მეტი რაოდენობის ორქულიანი ჩაუგდო. უწინდელი რეკორდი ჰიუსტო როკეტსის ლეგენდარულ ცენტრს იაო მინს ეკუთვნოდა (2009 წლის 17 იანვარი), რომელმაც ჰიტის კალათში 12-იდან 12 ორქულიანი ჩააგდო.

მილუოკი რეგულარულ სეზონში 55 მოგებითა და 14 მარცხით, აღმოსავლეთში პირველია და ტორონტოს (49-18) მისი დაწევის შანსი აღარ აქვს. მომდევნო მატჩს მილუოკი 9 აგვისტოს დალას მავერიკსთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები