Thumbnail
  • ინდიანა 99:114 ფინიქსი
  • გოგა ბითაძე: 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ NBA-ს ქართველი ახალწვეული გოგა ბითაძე დაუბრუნდა - მან ფინიქს სანსთან მატჩში ითამაშა...

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ინიდიანა პეისერსმა ფინიქს სანსთან 99:114 წააგო. გოგა სათადარიგო იყო, მან ჯამში 10:41 წუთი ითამაშა, რაც მის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. მის ანგარიშზე 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარებაა. თამაშიდან მან 4-დან 1 ჩააგდო. 

ბითაძემ პირველი მეოთხედის დასრულებამდე 34 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა იმ დროისთვის 5 ქულამდე შეამცირა. გოგამ სამქულიანი მე-3 მეოთხედის მიწურულსაც სცადა, მაგრამ კალათს ააცილა. 

📺  გოგა ბითაძის სამქულიანი ფინიქსთან

წაგებულთა რიგებში საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო 25 ქულით და 6-6 პასით და მოხსნით. ტი ჯეი უორენმა 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა; მაილტ ტერნერმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება. 

ბითაძის სროლები ფინიქსთან

ფინიქსის ცენტრმა დეანდრე აიტონმა 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. დევინ ბუკერის ანგარიშზე 20 ქულა და 10 პასია. 

9 აგვისტოს (02:00 თბილისის დროით) ინდიანა ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ ბოლოს 8 მარტს დალასთან დაპირისპირებაში ითამაშა. ფინიქსთან თამაში ქართველი კალათბურთელისთვის 50-ეა ამერიკულ კარიერაში. გოგამ სეზონში მე-7 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ქულათა ჯამი 155 გაუხდა (50 მატჩში). 

კომენტარები

ბოლო ამბები