Thumbnail

PREVIEW | ზიდანის საფიქრალი - რეალმა მანჩესტერში მინიმუმ 2 გოლი უნდა გაიტანოს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 7 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ მანჩესტერ სიტი V რეალი | 📺 SILK UNIVERSAL
  • დღევანდელ მატჩს სერხიო აგუერო და სერხიო რამოსი გამოტოვებენ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, მანჩესტერ სიტიმ რეალი ბერნაბეუზე - 1:2 დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდელებს ეტიჰადზე დღეს მინიმუმ 2 გოლი აქვთ გასატანი.

რეალის შეტევა დღეს ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ეს ერთ დროს იყო. ზიდანი რა თქმა უნდა შეტევას ეცდება, თუმცა ალბათ უფრო კონტრ-შეტევაზე, რაც იმის საშუალებას მისცემს, რომ სიტის სისუსტეები კასტილიელებმა უკეთ გამოიყენონ.

ცნობილი გახდა, რომ დღეს სერხიო აგუერო ვერ ითამაშებს, ეს კი გვარდიოლასთვის დიდი საფიქრალია. კატალონიელმა მადრიდში ბერნარდო სილვა ცრუ ცხრიანზე ათამაშა, ჟეზუში კი მარცხენა ფლანგიდან უტევდა - ახლაც ასეთი სიურპიზის მოფიქრება მოუწევს.

ვინც არ უნდა დააყენოს გვარდიოლამ წინ, მას სერხიო რამოსზე ფიქრი აღარ მოუწევს, რადგან პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ბოლო წუთებზე წითელი ბარათი მიიღო. მართალია რეალმა მის გარეშე ბოლო 16 მატჩში, 15 მოიგო, მაგრამ დიდ თამაშებში რამოსი მაინც დიდი ძალაა.

რეალის ვარჯიში ეტიჰადზე

აღსანიშნავია, რომ წელს რეალიდან ლა ლიგაში 4 გოლზე მეტი მხოლოდ რამოსმა და ქარიმ ბენზემამ გაიტანეს. ზიდანის მთავარი იმედიც მანჩესტერში ალბათ ბენზემა იქნება.

"ვფიქრობ, უკეთესი გუნდი გვყავს..." - ამბობდა გვარდიოლა პრესკონფერენციაზე. "მაგრამ ეს ხვალ მოედანზეც უნდა ვაჩვენოთ." როდესაც მას სიტის ლიგის მოგების ზოგად შანსებზე ჰკითხეს, მან უპასუხა - "ვგრძნობ, რომ ამისთვის უკვე მზად ვართ."

საინტერესო ფაქტები

⚽ სიტიმ ბოლო 7 სახლის მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. გატანით კი მანკუნიანელებმა საშუალოდ 3.86 გოლი გაიტანეს.

⚽ რეალი იგივე გუნდი არ არის, რაც პანადემიამდე იყო - მადრიდელებს ბოლო 11 მატჩიდან, ლა ლიგაში 10 მოგებული აქვთ, რის შედეგადაც ლა ლიგის მოგება იზეიმეს.

⚽ რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ფრე ბოლოს 2016 წლის ნოემბერში ითამაშა.

⚽ გაბრიელ ჟეზუშმა სიტის ბოლო 6 მატჩიდან, 4-ში გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

⚽ ბოლო 7 მერვედფინალიდან, რეალმა შვიდივეში გასვლითი მატჩი მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ლაპორტი, ფერნანდინიოზინჩენკო - გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი - სტერლინგი, მაჰრეზი, ჟეზუში.

რეალი (4-3-3): კურტუა - მენდი, ვარანი, მილიტაო, კარვახალი - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - აზარი, როდრიგო, ბენზემა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები