Thumbnail
  • 📅 7 აგვისტო | ⌚ 00:00 | 🏀 ინდიანა V ფინიქსი
  • რაც NBA განახლდა, გოგა ბითაძეს ჯერ არ უთამაშია 

CBS Sports-ის ინფორმაციით, ინდიანა პეისერსისა და ფინიქს სანსის მატჩში გოგა ბითაძის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა...

ინდიანა NBA-ს სეზონის განახლების შემდეგ მეოთხე თამაშს ამაღამ (თბილისის დროით, 00:00-ზე) გამართავს. გუნდს ვერ დაეხმარებიან საბონისი და ლემბი, ბითაძისა და ბროგდონის თამაში კი საეჭვოა.

CBS Sports წერს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ექიმი მას ფინიქსთან თამაშის უფლებას დართავს, უცნობია, მოუწევს თუ არა მას მოედანზე გამოსვლა. გოგა ბითაძეს მარცხენა მუხლი აწუხებს. სკანირებამ აჩვენა, რომ პრობლემა სერიოზული არ არის. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების შემდეგ ინდიანა პეისერსმა სამი მატჩი მოიგო ზედიზედ. ფილადელფიასთან და ორლანდოსთან გოგა ბითაძე განაცხადში იყო, ვაშინგტონთან - არა, თუმცა მას ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია.  

კომენტარები

ბოლო ამბები