Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი რუსეთში დაბრუნდა
  • ანანიძეს როტორში ორი ქართველი ფეხბურთელი დახვდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე როტორის ფეხბურთელია. ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა და ჩვენებური მომდევნო სეზონს ისევ რუსეთის პრემიერლიგაში გაატარებს.

კონტრაქტი 1-წლიანია და როტორი ანანიძის კარიერაში რიგით მეოთხე რუსული კლუბია სპარტაკის, როსტოვისა და კრილია სოვეტოვის შემდეგ.

ჯანო ბოლოს ფამაგუსტას ანორთოსისში თამაშობდა, სადაც 6 თვე გაატარა, მაგრამ კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ როტორი პრემიერლიგაში ახალი აღზევებულია და 11 აგვისტოს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ზენიტს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. ანანიძის გარდა, ვოლგოგრადულ კლუბში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება - ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები