Thumbnail

'რონალდო კიდევ ერთი სასწაულისთვის მზადაა' - შჩესნი ლიონთან შეხვედრაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩისთვის ემზადება
  • ტურინელთა მეკარე დარწმუნებლია, რომ გუნდი ლიონის ბარიერს დაძლევს

ტურინის იუვენტუსის მეკარე ვოიცეხ შჩესნი იმედოვნებს, რომ კრიშტიანო რონალდოს შეუძლია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გამოვარდნისგან იხსნას. 

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა პანდემიით გამოწვეულ პაუზამდე გამართლულ პირველი მატჩი ლიონთან სტუმრად ანგარიშით 0:1 წააგო. საპასუხო დაპირისპირება ტურინში 7 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
 
"ვხედავ, რომ გუნდი მზადაა, - ამბობს პოლონელი მეკარე. - ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც შარშან, მადრიდის ატლეტიკოსთან თამაშის წინ იყო. ჩვენ შეგვიძლია ამის გამეორება - რატომ არ შეიძლება, რონალდომ სამი გოლი კიდევ გაიტანოს? მსოფლიოში ეჭვი არავის ეპარება, რომ მას ეს შეუძლია. გადამწყვეტ მომენტებში მას გარდატეხა შეაქვს და მზადაა, კიდევ ერთი სასწაული მოახდინოს. ამ მატჩი უნდა ვითამაშოთ ისე, რომ მნიშვნელოვანი გოლი გავიტანოთ. მოტივაციის გამონახვა რთული არაა და კონცენტრირებულები ვართ".

ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში იუვენტუსმა ⅛-ფინალის პირველი მატჩი ატლეტიკოსთან ანგარიშით 0:2 დათმო, მაგრამ საპასუხო დაპირისპირებაში რონალდოს ჰეთ თრიკის წყალობით, შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები