Thumbnail
  • სანჩესმა იტალიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ანტონიო კონტე ჩილელი თავდამსხმელით კმაყოფილია

ინტერმა ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედიდან გამოსყიდა. სამხრეთამერიკელმა თავდამსხმელმა "ნერაძურისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ინტერი აცხადებს, რომ ალექსის სანჩესი "ნერაძურიში" სრულფასოვანი კონტრაქტით გადმოვიდა. ჩილელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა", - აღნიშნულია იტალიური გრანდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსისი ინტერს ერთი წლის წინ მანჩესტერიდან იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 10-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.

ინტერმა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, ევროპალიგაზე კი 1/4 ფინალშია გასული.

კომენტარები

ბოლო ამბები