Thumbnail
  • 'რონალდოს, ლუკაკუსა და რიბერის იტალიაში ჩამოსვლა ტყუილად არ გადაუწყვეტიათ'
  • პსჟ-ს ფეხბურთელი არგენტინელის ინტერში შესაძლო ტრანსფერით აღფრთოვანებულია

ფრანგული პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ბარსელონას ვარსკვლავ ლიონელ მესის მილანის ინტერში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამით ძალიან ბედნიერი იქნება.

“მესი ინტერში? ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ჭორებია, თუმცა, როგორც იტალიელს ამაზე საუბარიც კი ძალიან მახარებს. როდესაც ლეოს ინტერს უკავშირებენ, ეს ნიშნავს, რომ სერია A ისევ ძველ დიდებას იბრუნებს და დიადი ფეხბურთელების ინტერესს იპყრობს. რონალდოს, ლუკაკუსა და რიბერის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა ტყუილად არ გადაუწყვეტიათ. ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა ტალანტმა დე ლიხტმა სერია A არჩია, ადასტურებს, რომ იტალიის პირველობას დიდი პერსპექტივები გააჩნია”.

შეგახსენებთ, რომ მესის ინტერში შესაძლო ტრანსფერზე საუბარი ბოლო თვეებია დაიწყო და დაიწერა, რომ იტალიური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან, არგენტინელი ვარსკვლავის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. საუბარია წლიურ 50 მილიონ ევროზე, რასაც მესი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ითხოვს. ინტერში თვლიან, რომ ლეოს გადაყვანის შემთხვევაში, ახალი სპონსორებისა და ეკიპირების გაყიდვის ხარჯზე, მაინც სოლიდურ მოგებას ნახავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები