Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი მიიჩნეცს, რომ NBA  და საკალათბურთო საზოგადოება არაფერს დაკარგავენ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს იტყვის მატჩების ყურებაზე.

ახლახან დონალდ ტრამპმა NBA-ს მატჩების წინ, ჰიმნის დროს, კალათბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბების წევრების მიერ მუხლის მოყრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სამარცხვინოა. პრეზიდენტნა დასძინა, რომ როდესაც მსგავს რამეს ხედავს, კალათბურთის მატჩს საერთოდ თიშავს.

აქციაში მონაწილეობა სხვებთან ერთად გოგა ბითაძემაც მიიღო

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აქცია მოძრაობა Black Lives Matter-ის ნაწილია, რომელმაც ფართო გამოძახილი მას შემდეგ ჰპოვა, რაც პოლიციელების უკანონო ქმედებას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მოჰყვა.

"მართლა არ ვფიქრობ, რომ საკალათბურთო საზოგადოება დარდობს იმის გამო, რომ ტრამპი ლიგის მატჩების მაყურებელი აღარ არის. სულ ესაა, რაც შემიძლია ვთქვა. არ მინდა, არ ჩავებმები ამაში… ვიცი, ეს ყველაფერი ჩემთვის რითიც დასრულდება ხვალ და მასში მონაწილეობას არ მივიღებ. დეტალებზე არ ვისაუბრებ", - აქვეყნებს ჯეიმსის ნათქვამს ამერიკული მედია. 

ლებრონი ოკლაჰომასთან მატჩზე ლივერპულის ახალი მაისურით მივიდა

ამავდროულად, ლებრონმა და ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომლებმაც დასავლეთ კონფერენციაში პირველობა უკვე გაინაღდეს, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა ოკლაჰომა სიტისთან უშანსოდ წააგეს და სეზონის ანტირეკორდი დაამყარეს. პირველად მოხდა, რომ გუნდი ამ სეზონის მატჩში ანგარიშში წინ არასდროს იყო. 

ორლანდოში ჩატარებულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი, ოკლაჰომას გამთამაშებელი კრის პოლი იყო - 21 ქულა, 7 მოხსნა. ლებრონმა კი, რომელიც თამაშზე ლივერპულის მაისურით მივიდა, ოკლაჰომასთან ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 11 მოხსნა. 

📺 ლეიკერსი 86:105 ოკლაჰომა

კომენტარები

ბოლო ამბები