Thumbnail

იაპონელი ლეგიონერი ტყიბულის მეშახტეში - ტაიგა ვატაბე გუშინ წარადგინეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვატაბე ნახევარმცველია და ბოლო 6 წელი ტაილანდში თამაშობდა
  • იაპონელს ბავშვთა საფეხბურთო ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც აქვს

საქართველოს რანგით მესამე დივიზიონის კლუბმა, ტყიბულის მეშახტემ იაპონელი ლეგიონერი დაიმატა - მათ რიგებს ნახევარმცველი ტაიგა ვატაბე შეუერთდა. ტყიბულელთა ახალ მერვე ნომერს ბრაზილიურ, ტაილანდურ, პაკისტანურ, ინდონეზიურ და იაპონურ კლუბებში უთამაშია. როგორც საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს, იაპონია 10 წლის წინ დატოვა, ბოლო 6 წელი კი ტაილანდში გაატარა. იგი ბოლოს ტაილანდის აღმოსავლეთ რეგიონის მეოთხე დივიზიონის ნახევრად სამოყვარულო კლუბის ღირსებას იცავდა.

"კონტრაქტი გავაფორმე ტყიბულის მეშახტესთან. ევროპაში ახალი გამოწვევა იწყება.", - ასე ეხმაურება თავად ფეხბურთელი საქართველოს მესამე დივიზიონის კლუბში ტრანსფერს. ვატაბე 4 ენაზე საუბრობს და ბავშვთა საფეხბურთო ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს.

იაპონელ ფეხბურთელს მეშახტესთან ერთად ლიგა 3-ში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. ტყიბულის გუნდი ცხრლის მე-9 ადგილზეა, მათ 3 თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვთ მოპოვებული.

📺 ვატაბეს მომენტები ტაილანდში

კომენტარები

ბოლო ამბები