Thumbnail

გაბრაზებული ქეცბაია, ოქრიაშვილი შეტევაში და კაჭარავას გოლი - ანორთოსისმა მოიგო

  • თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ამხანაგური მატჩი მოიგო
  • ნიკა კაჭარავამ გამარჯვების გოლი გაიტანა

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა არადიპუს ომონია. გამარჯვების გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა...

თემურ ქეცბაია

პირველ ტაიმში ანორთოსისის შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო. მეორე ტაიმი კი ნიკა კაჭარავამ ითამაშა, რომელმაც 47-ე წუთზე გაიტანა. ქეცბაიამ გუნდი 4-3-3 სისტემით ათამაშა, ხოლო ოქრიაშვილი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე მოქმედებდა. მეორე ტაიმში იმავე პოზიციაზე კაჭარავამ ითამაშა. 

24sports.com.cy-ის ინფორმაციით, შესვენებაზე თემურ ქეცბაია ფეხბურთელებს ძალიან მკაცრად დაელაპარაკა. ის ფეხბურთელებს უყვიროდა, ვისაც თამაში არ გინდათ, კარი ღიააო. 

კომენტარები

ბოლო ამბები