Thumbnail

WalesOnline: საქართველოს შანსი აქვს - ექვსმა ერმა 8 ერი ოფიციალურად დაადასტურა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ექვსი ერის ორგანიზაციის განცხადება 8 ერზე
  • უელსური საიტის განსხვავებული ვერსია

ექვის ერის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა წლევანდელი ტურნირის დარჩენილი მატჩების განრიგი. ასევე ექვსმა ერმა პირველად დაადასტურა, რომ წლეულს ახალი ტურნირი ჩატარდება 8 ერის მონაწილეობით...

ექვსი ერის ორგანიზაციამ იხელმძღვანელა მსოფლიო რაგბის საბჭოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით და 2020 წლის ტურნირის გადადებული მატჩების კალენდარი გაწერა:

IV ტური

  • 📅 24 ოქტომბერი | 🏉 ირლანდია V იტალია | 🏟 ავივა. დუბლინი

V ტური

  • 📅 31 ოქტომბერი | 🏉 უელსი V შოტლანდია | 🏟 გადასაწყვეტია
  • 📅 31 ოქტომბერი | 🏉 იტალია V ინგლისი | 🏟 სტადიო ოლიმპიკო. რომი
  • 📅 31 ოქტომბერი | 🏉 საფრანგეთი V ირლანდია | 🏟 სტად ფრანსე. პარიზი

უელსი შოტლანდიას სად უმასპინძლებს ჯერ გაურკვეველია, რადგან "პრინსიპალიტი" კორონავირუსის პანდემიის გამო სავალე ჰოსპიტალად არის გადაკეთებული. ვარიანტი რამდენიმეა ლონდონის "თვიქნემი" ან ტოტენჰემის სტადიონი, ან კარდიფ სიტის სტადიონი. 

ბენ მორელი (ექვსი ერის დირექტორი): "ძალიან გახარებულები ვართ დღეს, რადგან ბოლო თვეები ძალია მძიმე იყო ჩვენთვის, თუმცა შესაძლებელი გახდა ქალთა და ვაჟთა ტურნირის დასრულება. ჯერ კიდევ ბევრი მატჩი არის ჩასატარებელი. რა თქმა უნდა, ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენთვის ისევ პირველი რიგის საკითხია".

რაც შეეხება ახალ ტურნირს 8 ერის მონაწილეობით, რომელიც თუ საერთაშორისო მედიას დავუჯერებთ ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებით შეივსება (საქართველო კი ისევ თამაშგარეში დარჩება), ექვსი ერი ოფიციალურად აღიარებს, რომ ტურნირი მართლა გაიმართება, თუმცა მონაწილე ქვეყნებს არ ასახელებს:

"ბოლო კვირებში ექვსი ერის ორგანიზაციამ ასევე შეიმუშავა საგანგებო მდგომარეობაში ალტერნატიული ტურნირის ფორმატი, რომელმაც 2020 წლის შემოდგომის ტესტები უნდა შეცვალოს, რადგან ნაკრებებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგზაურობის შანსი მცირე აქვთ. 

ეს ტურნირი იქნება უნიკალური და ერთჯერადი, რომელშიც მონაწილეობას 8 ერი მიიღებს, ექვსი ერის ქვეყნებს დაემატება ორი სხვა ნაკრები. ამ ეტაპზე ჩვენ ვათანხმებთ დეტალებს, ვაზუსტებთ კალენდარს და კომერციულ ასპექტებს. ახალი ტურნირის შესახებ ინფორმაციას თვის ბოლოსკენ მოგაწვდით".

WalesOnline საქართველოს ისევ არ გამორიცხავს

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მედია შეთანხმდა, რომ ექვს ერს ფიჯი და იაპონია ემატებიან, პოპულარული უელსური საიტი WalesOnline ისევ არ გამორიცხავს, რომ ექვს ერს შეიძლება საქართველოს ნაკრები დაემატოს: "ბენ მორელმა ასევე დაადასტურა, რომ თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია ახალ, 8-გუნდიან ტურნირზე, რომელშიც 6 ერის ნაკრებებს ფიჯი და ერთ-ერთი იაპონიიდან და საქართველოდან". 

კომენტარები

ბოლო ამბები