Thumbnail
  • ანანიძე როტორთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
  • ამ გუნდში ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც თამაშობენ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას, დიდი ალბათობით, ვოლგოგრადის როტორში გააგრძელებს. ინფორმაცია Football Bigi-მ გაავრცელა და ცნობილი გამოცემის, Championat-ის წყაროებიც ადასტურებენ...

ჯანო როტორთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და თვეში მისი ხელფასი 1 მილიონი რუბლი (11.5 ათასი ევრო) იქნება. ახალ გუნდს ჯანო თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან 31 მაისს ანორთოსისთან კონტრაქტი ამოეწურა.

ჯანო ანანიძე ისევ ნაცნობ ჩემპიონატში ითამაშებს

ჯანო ანანიძე 2009-2020 წლებში მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა და ამავე პერიოდში ორჯერ იჯარით ჯერ როსტოვში თამაშობდა, შემდეგ კრილია სოვეტოვში. ქართველმა ფეხბურთელმა 2016/17 წლების სეზონში სპარტაკთან ერთად რუსეთის ჩემპიონისა და რუსეთის სუპერთასის ტიტული მოიპოვა.

როტორი რუსეთის პრემიერლიგაში ახლახან აღზევდა და პირველ ტურში 11 აგვისტოს, მოქმედ ჩემპიონ ზენიტს უმასპინძლებს. ანანიძის გარდა ვოლგოგრადელთა რიგებში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება - ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები