Thumbnail

'ეს სამარცხვინოა' - დონალდ ტრამპი NBA-ს მატჩებს აღარ უყურებს

  • აშშ-ის პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა NBA-ში ჰიმნის დროს მუხლს იყრიან
  • აქციაში მონაწილეობა ინდიანა პეისერსის ცენტრმა გოგა ბითაძემაც მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამარცხვინოდ მიიჩნევს NBA-ში ბოლო დროს გავრცელებულ აქციას, რომელიც მატჩის წინ აჟღერებული ეროვნული ჰიმნის დროს, ჩამუხვლით სრულდება. 

ვაშინგტონთან მატჩის წინ

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აქცია მოძრაობა Black Lives Matter-ის ნაწილია, რომელმაც ფართო გამოძახილი მას შემდეგ ჰპოვა, რაც პოლიციელების უკანონო ქმედებას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მოჰყვა. 

NBA-ს რეგულარული სეზონის განახლების შემდეგ, კალათბურთელები და მწვრთნელები ჩამოხვლით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და მას ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც შეუერთდა.

სან ანტონიო სპურსის მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა მუხლი არ მოიყარა

"მიმაჩნია, რომ ეს სამარცხვინოა. პირადად მეც და უამრავი ადამიანი, ვმუშაობთ იმისთვის, რათა მათ გამოხატონ პოზიცია, შემდეგ კი ვხედავ, როგორ იყრიან მუხლს ჰიმნის დროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. არავის გაუკეთებია ფერადკანიანი საზოგადოებისთვის ჩემზე მეტი. გამონაკლისი მხოლოდ აბრაამ ლინკოლნია. 

და როდესაც ვხედავ, ადამიანები მუხლს იყრიან, უპატივცემულობას იჩენენ ჩვენი დროშისა და ჰიმნის მიმართ, თამაშს ვთიშავ. კალათბურთის რეიტინგი, როგორც ცნობილია, ძალიან ეცემა. იგივე ვითარებაა ბეისბოლში. ფეხზე უნდა ვიდგეთ ჩვენი დროშის, ჰიმნისა და ქვეყნისთვის. ბევრი მეთანხმება და თუ მართალი არ ვარ, მზად ვარ არჩევნები წავაგო. მაგრამ მე ყოველთვის ფეხზე ვიდგები ჩვენი დროშისა და ქვეყნისთვის", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები