Thumbnail

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტმა ჟუპილერ ლიგის სტარტის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც თავი ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა...

გენტმა პროქსიმუს ლიგის სერენს 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, რომელიც იეს ტორუპმა 61-ე წუთზე გამოცვალა. იმ დროისთვის გენტი 0:1-ს აგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება შეძლო. გიორგი ჩაკვეტაძეს ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს და ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. 

პირველი ტაიმის ბოლოს სერენი ჟორჟ მიქაუტაძემ დააწინაურა. ვინ არის მიქაუტაძე? ლიგა 1-ის მეცის 19 წლის ფორვარდი, რომელსაც ფრანგული მოქალაქოება აქვს. დეკემბერში მას ფრანგულ ელიტაში ჰქონდა დებიუტი. ლიონის აღზრდილმა მაშინ მეცთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ზაფხულს მეცმა ახალგაზრდა ფორვარდი სერენში გაანათხოვრა. ის 8-გუნდიან პროქსიმუს ლიგაში (რანგით მეორე ლიგა ბელგიაში) სეზონის პირველ ნახევარს გაატარებს. მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩებში უკვე 2 გოლი გაიტანა (პირველად მან მეცს გაუტანა 1:4 წაგებულ თამაშში). 

გენტი ჟუპილერ ლიგას 9 აგვისტოს სტუმრად სენტ ტრუიდენთან იწყებს. ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის თამაში საეჭვოა, გიორგი ქვილითაია კი მზად არის და მხოლოდ ტორუპზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ის სასტარტოში. 

პროქსიმუს ლიგის პირველ ტურში ჟორჟ მიქაუტაძის სერენი 21 აგვისტოს ლომელს ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც ბექა ვაჩიბერაძე თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები