Thumbnail

ტენდერი ყურების დაზღვევაზე - ტაისონს ისევ უფრთხიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • როი ჯონსს ტაისონისა და ჰოლიფილდის ჩხუბში მომხდარი ინციდენტი კარგად ახსოვს
  • მისი და 'რკინი მაიკის' ორთაბრძოლა 12 სექტემბერს ლოს ანჯელესშია დაგეგმილი

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა როი ჯონსმა, რომელსაც ყოფილ აბსოლუტურ მსოფლიოს ჩემპიონი მაიკ ტაისონთან დაპირისპირება ელის, მომავალი ბრძოლის წინ, ყურების დაზღვევა განიზრახა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯონსის მენეჯერმა ჟოლტ ბარნამ გაავრცელა. მან სადაზღვევო კომპანიებს მიმართა, რომ მზადაა, მათი შეთავაზებები განიხილოს და ამისთვის ტენდერსაც კი აცხადებს. იოლი მისახვედრია, რომ ჯონსის მხარეს აღნიშნულისკენ იმ ცნობილმა ინციდენტმა უბიძგა, რომელიც ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის ჩხუბის დროს მოხდა.  

ცნობილი შერკინება 1997 წლის ივნისში შედგა და “რკინის მაიკმა” მეტოქეს ყურის ნაწილი მოაკბიჩა. მაშინ ტაისონს დისკვალიფიკაციას მიანიჭეს და სოლიდური ჯარიმის (3 მილიონი დოლარი) გადახდა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯონსის ჩხუბი 12 სექტემბერს ლოს ანჯელესში ჩატარდება და 8 რაუნდს გაგრძელდება. მაიკმა რინგზე დაბრუნების სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა და სხვადასხვა შეთავაზებების განხილვის შემდეგ, მოწინააღმდეგედ ჯონსი შეარჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები