Thumbnail
  • სუპერლიგის 26-ე ტური: ქუთაისი 82:71 დინამო.
  • ქუთაისმა მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა.

საკალათბურთო სუპერლიგის 26-ე ტურში ლიდერთა მატჩი შედგა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები: ქუთაისი და დინამო დაუპირისპირდნენ.

დინამოს შეეძლო ქუთაისში გამარჯვებით ლიდერს დაკარგული ქულებით დაწეოდა, მაგრამ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ქუთაისმა მორიგი გამსარჯვცება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად.

საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ქუთაისმა 24:14 მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ, 8 ქულით დაწინაურდა.

ქუთაისელებმა ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ, 82:71 დაამარცხეს მეტოქე

ქუთაისის რიგებში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ბარბაქაძე იყო, 18 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა, ორმაგი დუბლი: 10 ქულა და 12 პასი მიითვალა აქტივში ჯონათან ლიმ. დინამოში 20 ქულით და 7 მოხსნით ნოდარ გოგოძე გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები