Thumbnail

დიდი თანხა ფედერიკო კიეზაში - მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზება ფიორენტინას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიორენტინას 22 წლის გარემარბით არაერთი დიდი კლუბი ინტერესდება
  • მანჩესტერ იუნაიტედმა ფლორენციელებს პირველი წინადადებით მიმართა
  • ფეხბურთელის ტრანსფერით ასევე ინტერესდებიან იუვენტუსი და ინტერი

ფიორენტინას 22 წლის გარემარბი ფედერიკო კიეზა არაერთ კლუბს აინტერესებს, როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. იტალიური მედიის ცნობით, იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, რომელიც მზადაა, ფლორენციულ კლუბს 55 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წერენ, რომ ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ფიორენტინას აღნიშნული თანხა შესთავაზა.

ფედერიკო კიეზა ფიორენტინას აღზრდილია, მის მთავარ გუნდში კი 2016 წლის ზაფხულიდან გამოდის. გასულ სეზონში კიეზამ საკლუბო დონეზე 37 მატჩში ითამაშა, გაიტანა 11 გოლი და მიითვალა 9 საგოლე პასი. 

მანამდე ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ მზადაა თავდამსხმელს ფლორენციის დატოვების ნება დართოს, თუკი კარგ წინადადებას მიიღებს. მანჩესტერ იუნაიტედს კი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ტურინის იუვენტუსსა და მილანის ინტერთან მოუწევს, რომლებსაც კიეზა დამატება ასევე სურთ.

სულშერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვებული აქვს

ფედერიკო კიეზას "იებთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პორტალი Transfermarkt კი მას 48 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები