Thumbnail
  • იუვეში სარის მომავალი ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზეა დამოკიდებული
  • კლუბმა მის სავარაუდო შემცვლელებთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო 
  • ტურინელებმა მთავარი კანდიდატისგან ზინედინ ზიდანისგან უარი მიიღეს 

ტურინის იუვენტუსიდან მაურიციო სარის შესაძლო გაშვებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და საკითხს წერტილი შესაძლოა გუნდის ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის შემთხვევაში დაესვას. "ბებერი ქალბატონი" ⅛-ფინალის საპასუხო მატჩს ლიონთან 7 აგვისტოს ჩაატარებს, რომელთანაც პირველი შეხვედრა წაგებული აქვს (0:1).

იტალიური სპორტული მედიის ბოლო ინფორმაციით, ტურინული კლუბი რამდენიმე მწვრთნელს უკვე დაუკავშირდა და გუნდში მათი მისვლის შესაძლებლობა განიხილა. 
 
როგორც ირკვევა, იუვენტუსის ბოსების მთავარი სამიზნე რეალის ამჟამინდელი თავკაცი ზინედინ ზიდანი იყო. ტურინელები არამხლოდ დაუკავშირდნენ ფრანგ სპეციალისტს, მას კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს და პროექტის პერსპექტივა გააცნეს. იუვენტუსის შეთავაზება მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენასაც ითვალისწინებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ზიდანმა, როგორც გასულ წელს, იტალიური გუნდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  

ზინედინ ზიდანმა რეალს ლა ლიგა მეორედ მოაგებინა

ტურინელები ასევე დაუკავშირდნენ ტოტენჰემის ყოფილ მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ლაციოს თავკაც სიმონე ინძაგის, ლუჩანო სპალეტისა და ჯან პიერო გასპერინის, რომელიც ბერგამოს ატალანტას წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი იუვენტუსში გასულ ზაფხულს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2019/20 წლების სეზონში სერია A მოიგო, რომელიც კორონაცირუსის პანდემიის გამო სამი თვით შეწყვეტილი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები