Thumbnail
  • ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი NBA-ში
  • სლოვენიელის სამმაგი დუბლით მავერიქსმა საკრამენტოს აჯობა

დალას მავერიქსის სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში შევიდა. ტეხასელთა ლიდერმა საკრამენტოს წინააღმდეგ 34 ქულა, 20 მოხსნა (კარიერის რეკორდი), 12 შედეგიანი პასი დააგროვა და სამმაგი დუბლი შეასრულა.

დონჩიჩი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (21 წლის და 158 დღის) მოთამაშე გახდა, რომელმაც ტრიპლ-დაბლი 30+ ქულით, 20+ მოხსნით და 10+პასით მიითვალა. მანამდე რეკორდი ოსკარ რობერტსონს ეკუთვნოდა, რომელმაც 1961 წლის 6 დეკემბერს, 23 წლისა და 12 დღის ასაკში მოახერხა ამის გაკეთება.

სოლვენიელის ისტორიული საღამო

აღსანიშნავია, რომ NBA-ს ისტორიაში მხოლოდ 12 კალათბურთელია, რომელმაც სამმაგი დუბლი მინიმუმ 30 ქულით, 20 მოხსნით და 10 პასით შეასრულეს. დალასის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორი მოთამაშე ყოფილა, ვინც ეს გააკეთა - დირკ ნოვიცკი (ორჯერ) და სემ პერკინსი.

შეხვედრას რაც შეეხება, მისი ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა და მავერიქსმა ოთხი ქულის სხვაობით, 114:110 მოიგო. დალასი ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს (41 გამარჯვება, 29 მარცხი).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები