Thumbnail

საპასუხო მატჩი 145 დღის შემდეგ - ხოჭოლავა ვოლფსბურგთან მატჩისთვის ემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 5 აგვისტო | ⌚ 20:55 | ⚽ შახტარი V (2:1) ვოლფსბურგი
  • ევროპალიგა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდება

5 აგვისტოს (20:55 თბილისის დროით) დავით ხოჭოლავას შახტარი კიევში გერმანულ ვოლფსბურგს ევროპალიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში შეხვდება. სხვებთან ერთად თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მცველიც ემზადება...

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ შეგვაჩვია - პირველი მატჩიდან 145 დღე გავიდა. მაშინ გერმანიაში უკრაინულმა კლუბმა 2:1 მოიგო (ხოჭოლავა 68-ე წუთზე გამოჩნდა) და ახლა წყვილის ფავორიტია. 

დღეს შახტარმა ღია ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა. სხვებთან ერთად მატჩისთვის დავით ხოჭოლავაც ემზადება. ის განაცხადში აუცილებლად იქნება, თუმცა უეფას ოფიციალური საიტის მიხედვით, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები