Thumbnail
  • ფერან ტორესმა სიტისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ვალენსიაში მან 13 წელიწადი გაატარა

მანჩესტერ სიტიმ 20 წლის ესპანელი ფეხბურთელი ფერან ტორესი შეიძინა. ვალენსიას ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა "ქალაქელებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...

"ჩვენს აკადემიაში 7 წლის ასაკში მოხვედი, შენს გვერდით ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში, ვხედავდით როგორ იზრდებოდი ფეხბურთელი და პიროვნება. ამ ეტაპზე ჩვენი გზების დაშორება გადავწყვიტეთ. საუკეთესოს გისურვებთ მანჩესტერ სიტისთან ერთად", - აღნიშნულია ვალენსიას განცხადებაში.

ფერან ტორესი ვალენსიაში 7 წლის ასაკიდან ირიცხებოდა

20 წლის ესპანელმა ინგლისური კლუბის ფეხბურთელის რანგში პირველი ოფიციალური კომენტარიც გააკეთა:

"ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერ სიტის შევუერთდი. ყველა ფეხბურთელს სურს შემტევ გუნდში თამაში, სიტი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემტევია. იმედი მაქვს, ჩემს როლს შევასრულებ გუნდის მომავალ წარმატებებში".

"დეილი მეილის" ინფორმაციით, სიტის ეს ტრანსფერი 23 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს თანხა შესაძლოა, 40 მილიონამდე გაიზარდოს (ბონუსების სახით).

ფერან ტორესი ვალენსიას აღზრდილია, 2019/20 წლების სეზონში კი ესპანეთის ლა ლიგაში 34 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები