Thumbnail

მარკუს რაშფორდი ბრიტანული VOGUE-ის გარეკანზე იქნება გამოსახული

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რაშფორდი 'სკოლის სადილის' კამპანიისთვის დააფასეს
  • 'ჩემ პლატფორმას კარგი საქმისთვის ყოველთვის გამოვიყენებ'

კარანტინის პერიოდში მარკუს რაშფორდის მიერ წარმოებული კამპანიას, რომლის მეშვეობითაც ბრიტანეთში საჯარო სკოლის მოსწავლეებს სადილი შეუნარჩუნდათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რაშფორდის ინიციატივას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი - ბორის ჯონსონიც გამოექომაგა, რომელმაც ახლად მიღებული კანონი შეცვალა და საჯარო სკოლებში სადილის წესი დააბრუნა.

ამ აქტივობის გამო, რაშფორდი ბრიტანული 'ვოგის' სექტემბრის ყდის ნომერზე იქნება გამოსახული, სუპერ-მოდელ ადოვა აბოასთან ერთად, რომელიც პარალელურად მენტალური ჯანმრთელობის აქტივისტი გახლავთ.

რაშფორდი და აბოა მოხვდნენ 'ვოგის' სიაში 'იმედის სახეები. "პოლიტიკოსი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ ცნობადი სახე ვარ, ჩემი პლატფორმა გამაჩნია და ამას კარგი საქმისთვის ყოველთვის გამოვიყენებ." - ამბობს რაშფორდი ინტერვიუში.

კომენტარები

ბოლო ამბები