Thumbnail

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ბელგიურ ჟუპილერ ლიგას 9 აგვისტოს სენტ ტრუიდენთან სტუმრობით იწყებს. მანამდე (5 აგვისტოს) ვიცე-ჩემპიონი ამხანაგურ მატჩს გამართავს სერაინჟთან...

☀️ Getting ready for the start of the competition!

Posted by KAA Gent on სამშაბათი, 04 აგვისტო, 2020

ახალი სეზონის წინ გენტმა პრეზენტაცია გამართა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაყურებლოდ. გუნდმა ერთობლივი ოფიციალური ფოტო გადაიღო 2020/21 წლების სეზონისთვის, ხოლო მწვრთნელმა იეს ტორუპმა მედიას ინტერვიუ მისცა. ტორუპმა ჩაკვეტაძის მდგომარეობაზეც ისაუბრა:

ჩაკვეტაძე და ქვილითაია გენტის ახალ ოფიციალურ ფოტოზე

"ზულტე ვარეგემთან მატჩისას გიორგიმ ინდივიდუალურად ივარჯიშა. ის უკევ დარბის და ასრულებს სხვადასხვა ვარჯიშს. იმედია, რომ სულ მალე გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშებს". 

შეგახსენებთ, რომ ივლისში გენტის შეკრებაზე გაირკვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლი აწუხებდა. ივლისის ბოლოს ტორუპმა აღნიშნა, რომ გიორგი ახალი სეზონისთვის მზად იქნებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, მას ჯერ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ჩემპიონატის დაწყებამდე კი 4-5 დღე რჩება (პირველი ტური 8 აგვისტოს იწყება). 

კომენტარები

ბოლო ამბები