Thumbnail

გერმანიაში ფანების სტადიონზე დასაბრუნებლად ემზადებიან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მიიღებენ
  • DFL-ის პრეზიდენტი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას ელოდება

გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაში შესაძლოა ახალი სეზონიდან მატჩები გულშემატკივართა თანდასწრებით გაიმართოს. გერმანიის ფეხბურთის ლიგის (DFL) აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან სეიფერტმა აღნიშნა, რომ ეს მთლიანად პოლიტიკოსებზეა დამოკიდებულები და თავად მზად არიან, სტადიონებზე გულშემატკივრები დააბრუნონ.

"თუ როდის დაბრუნებიან გულშემატკივრები სტადიონზე, ფეხბურთის ლიგის გადასაწყვეტი არაა, არამედ - პოლიტიკოსების. ჩვენ არაფერს ველოდებით და არც არაფერს ვითხოვთ, მაგრამ ვემზადებით ამ ნაბიჯისთვის, როდესაც დრო დადგება.

პრიორიტეტი არა სტადიონები, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ზედმეტ რისკზე არ უნდა წავიდეთ, მაგრამ ამასთანავე, უბრალოდ არ უნდა ველოდოთ, რომ ის გაქრება. ნაბიჯი-ნაბიჯ უნდა დავიბრუნოთ ნორმალურობა. ფედერაცია არ დაადგენს გულშემატკივრების რაოდენობას, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა".

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება, ერთი კვირით ადრე კი გერმანიის თასის პირველი ეტაპი ჩატარდება.

რაც შეეხება მაყურებლების ტრიბუნებზე დაბრუნებას, ამ საკითხის განსახილველად გერმანიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და მინისტრები მომდევნო კვირაში ერთმანეთს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები