Thumbnail

გოგონა ბიჭების გუნდში - ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირის ექსპერიმენტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირი (KNVB) ექსპერიმენტს ატარებს
  • 19 წლის ელენ ფოკემეს ნება დართეს, ბიჭების გუნდში ითამაშოს
  • ელენი ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ბედნიერია

ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირმა (KNVB), ექსპერიმენტის სახით, 19 წლის ელენ ფოკემეს ნება დართო, ვაჟთა საფეხბურთო გუნდში ფოარუტში ითამაშოს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება.

ამჟამად ნიდერლანდებში შერეული გუნდები დაშვებული 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორისაა. ამ ასაკის ზემოთ გოგონებს აღარ შუეძლიათ A კატეგორიაში ითამაშონ და იძულებულნი არიან, ან ქალთა გუნდებში გადავიდნენ, ან შერეულ B კატეგორიაში ითამაშონ.

თუკი ექსპერიმენტი წარმატებული გამოვა, ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირმა შესაძლოა შეზღუდვა სულ გააუქმოს. წესებში ცვლილებები ხელს შეუწყობს სპორტში იმ  გოგონების რეალიზებას, რომლებიც პატარა დასახლებებში ცხოვრობენ და იქ სრულფასოვანი გუნდების შესაქმნელად ფეხბურთელი გოგონების საკმარისი რაოდენობა არ არის.

"მაგარია, რომ ფოარუტში გამოსვლას კვლავ გავაგრძელებ. ამ ბიჭებთან ერთად ხუთი წლის ასაკიდან ვთამაშობ და ძალიან საწყენი იქნებოდა, თუკი მომავალ სეზონში მათ არ შევუერთდებოდი. წარმოდგენა არ მაქვს, რა როგორ იქნება, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ექსპერიმენტში ვმონაწილეობ", - ამბობს ელენი.

კომენტარები

ბოლო ამბები