Thumbnail
  • NCAA-ს ახალი წინასწარი რეიტინგი
  • გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი ჩემპიონატის მოგების კანდიდატებშია

მას მერე, რაც გაირკვა კოლეჯის რომელი მოთამაშეები რჩებიან NBA-ს დრაფტზე და რომლები უბრუნდებიან თავიანთ გუნდებს, NCAA-ს ახალი წინასწარი რეიტინგი გამოქვეყნდა...

შეგახსენებთ, რომ სეტონ ჰოლის სანდრო მამუკელაშვილმა დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მას უფლება მიეცა დაასრულოს სეტონ ჰოლის კოლეჯში სწავლა და ითამაშოს მომდევნო სეზონშიც. საერთო შეფასებით, სანდრო წლეულს სეტონ ჰოლის ლიდერი უნდა გახდეს (კოლეჯიდან წასული მაილს პაუელის ნაცვლად). რაც შეეხება NBA-ს, ქართველი ფორვარდი ბედს მომავალ წელს ცდის და იმედოვნებს, რომ მას პირველივე წრეში აირჩევენ. 

ბეჟანიშვილი და კოკბერნი ისევ ერთად ითამაშებენ

ილინოისის უნივერსიტეტში ბრუნდება პერსპექტიული ცენტრი კოფი კოკბერნი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ბეჟანიშვილი ან 4 ნომერზე ითამაშებს, ან კოკბერნის შემცვლელი იქნება ცენტრის პოზიციაზე.

KSR-მა NCAA-ს TOP 25 კლუბი ჩამოთვალა დრაფტის გათვალისწინებით, რომელშიც ბეჟანიშვილის გუნდი მე-5 პოზიციაზეა! ამხელა წინსვლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ გამათამაშებელმა აიო დოსუნმუმ გადაწყვიტა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა დრაფტიდან. ამას დაემატა ისიც, რომ კოკბერნიც ბრუნდება და ილინოისში ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი შემადგენლობა შეიკრა. ბეჟანიშვილი იმ კალათბურთელთა სიაშია, რომლებსაც გამოცემა მნიშვნელოვან მოთამაშეებად თვლის გუნდისთვის. "ამ გუნდს არა მარტო Big Ten-ის კონფერენციის მოგების პოტენციალი აქვს, არამედ ეროვნული ჩემპიონატისაც", - წერს გამოცემა. 

რეიტინგში მე-12 ადგილზეა რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონ ბლუ ჯეისი. გუნდი, რომელმაც მამუკელაშვილის სეტონ ჰოლთან ერთად მოიპოვა Big East-ის კონფერენცია. ამ გუნდს უბრუნდება გამთამაშებელი მარკუს ზეგაროვსკი, რომლის შემცვლელიც იქნება ქართველი კალათბურთელი. 

TOP 25-ში ვერ მოხვდნენ მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი და საბა გიგიბერია ჯორჯია ტექი. მიუხედავად ამისა, მედია წინასწარმეტყველებს, რომ სეტონ ჰოლიც და ჯორჯია ტექი აუცილებლად გავლენ NCAA-ს ჩემპიონშიპში. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

აღსანიშნავია, რომ ივნისში SBNATION-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ილინოისი მე-14 პოზიციაზე იყო (ახლა მეხუთეა). სეტონ ჰოლი 42-ე პოზიციაზე იყო, ხოლო ჯორჯია ტექი - 54-ეზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები