Thumbnail
  • სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი პაულო დიბალა გახდა
  • გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ

სერია A-ს ხელმძღვანელობამ 2019/20 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა.

როგორც ლიგის ვებგვერდი იტყობინება, რეიტინგი შედგენელია ჩატარებული სტატისტიკური კვლევების მიხედვით და მასში სერია A-ს, იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მატჩებში ნაჩვენები შედეგები გააერთიანეს.

"ეს იყო ანომალური წელიწადი, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა მოახერხეს ნიჭის დემონსტრირება ყველა თამაშში და შესანიშნავი სპექტაკლები წარმოადგინეს. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა სპორტსმენს პროფესიონალიზმის, მონდომებისა და თავგანწირისთვის", - თქვა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

გამარჯვებულები პოზიციების მიხედვით (მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი) გამოვლინდნენ. ასევე დასახელდნენ საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა. არცერთ ნომინაციაში კრიშტიანო რონალდოს გამარჯვება არ მოუპოვებია.

სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (ინტერი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (ატალანტა)

საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (ლაციო)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (პარმა)

საუკეთესო ფეხბურთელი: პაულო დიბალა (იუვენტუსი)

სპეციალური პრიზებით ზემოხენებული ფეხბურთელები 2020/21 წლების სეზონი დაწყებს წინ დაჯილდოვდებიან. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იუვენტუსმა ზედიზედ მეცხრედ მოახერხა სკუდეტოს მოგება.

კომენტარები

ბოლო ამბები